ალაბა: "ამის გამო ძალიან გულნატკენი ვარ"

ალაბა: "ამის გამო ძალიან გულნატკენი ვარ"

მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰანს ფლიკთან ერთად გამოვიდა.

"ჰაინერის განცხადება გუშინ, ნიუსები გავიგე. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ამაზე დასაფიქრებლად დროც კი არ მქონია."

"მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც "ბაიერნში" თამაში სიამოვნებს. ნამდვილად არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არავინ დამკავშირებია."

"სრულიად მესმის გულშემატკივრების რეაქცია, თუმცა, მე ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული ხედვა მაქვს."

"გასული 7 დღის განმავლობაში 3 მატჩი ჩავატარე და სხვა რამეზე საფიქრად დრო არ მქონდა. "ბაიერნი" ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. სხვა კლუბებთან კონტაქტი არ მქონია."

"უმჯობესი იქნებოდა, რომ საშინაო ამბები კვლავ კლუბში რჩებოდეს. გარკვეული ინფორმაციები, რომლებიც გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს. გულნატკენი ვარ იმის გამო, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ეს სიცრუე ოფიციალურად არ უარყვეს." - აცხადებს ალაბა.


2-11-2020, 18:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0