გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:3 დაამარცხა.
მატჩში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე "რეკორდმაისტერის" მცველმა, დავიდ ალაბამ, რომელმაც თავი გოლითაც გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრიელი მცველის კარიერაში რიგით მე-200 ბუნდესლიგური გამარჯვება გახლდათ, რითაც ის ახალი რეკორდსმენია,
კერძოდ, ალაბას ამ შედეგის მისაღწევად 273 მატჩი დასჭირდა. ასე მცირე რაოდენობის თამაშებში 200 მოგება კი ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.