მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა იოზუა კიმიხის ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"იოზუა კიმიხმა დაზიანება შაბათს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 36-ე წუთზე მიიღო."
"კიმიხის მარჯვენა ფეხის გვერდითი მენისკის ოპერაციამ კვირას საღამოს წარმატებით ჩაიარა. "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ვარაუდით ფეხბურთელი რეაბილიტაციის სრული კურსის გავლის შემდეგ იანვარში შეძლებს დაბრუნებას." - წერია განცხადებაში.