მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა წარმატებული ოპერაციის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში.
"ყოველთვის წინ და არასდროს უკან. გჯეროდეს შენი თავის." - ასეთ წარწერას ურთავს ფეხბურთელი ფოტოს.
შეგახსენებთ, რომ იოზუამ ოპერაცია კვირას გაიკეთა. კიმიხი ტრავმის გამო იანვრამდე ვერ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.