მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ტრავმირებულთა სია იზრდება.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკიმ სანაკრებო პაუზის დროს დაზიანება მიიღო. კერძოდ, შემთხვევა იტალიასთან დაპირისპირების დროს დაფიქსირდა.
პოლონელმა ფეხბურთელმა ტკივილები მეორე ტაიმის სტარტზე იგრძნო, თუმცა, მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა. მისი თამაში ნიდერლანდების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ლევანდოვსკი. არსებობს საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მომდევნო მატჩი გამოტოვოს.