გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ტონი კროოსმა ესპანეთთან გამანადგურებელი, 6-0 მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ეს, შესაძლოა, ჩემს კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი არ არის, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნამდვილადაა."
"ჩვენ მათი შეჩერება უბრალოდ ვერ შევძელით. ესპანეთმა გვანახა, თუ როგორ უნდა შეუტიოს გუნდმა." - აცხადებს კროოსი.