ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებისა და ესპანეთთან განცდილი 6:0 მარცხის შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ იოახიმ ლიოვს დაკავებული თანამდებობიდან გაუშვებდნენ.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გერმანიის ეროვნული ნაკრების დირექტორმა, ოლივერ ბიერხოფმა გააკეთა.
"დარჩება თუ არა ლიოვი ევრო 2020-მდე? რა თქმა უნდა კი. ეს თამაში არაფერს ცვლის. ჩვენ ვენდობით ლიოვს და ეჭვი არ გვეპარება არაფერში."
"როდესაც საქმე ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ეხება, ჩვენ ტურნირიდან ტურნირამდე ვაფასებთ მას. გვსურს ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ." - აცხადებს ბირხოფი.