BILD: გერმანიის ნაკრებში ლიოვის შემცვლელად ორი კანდიდატი ესახებათ

BILD: გერმანიის ნაკრებში ლიოვის შემცვლელად ორი კანდიდატი ესახებათ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სულ მალე იოახიმ ლიოვი გუნდს დატოვებს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შედეგების მიუხედავად 60 წლის სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ფედერაციაში მის შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავენ. ესენი არიან ჰანს ფლიკი და იურგენ კლოპი.

მოგეხსენებათ, ფლიკი წლების მანძილზე მუშაობდა ნაკრებში  მწვრთნელის ასისტენტად. ახლა კი ფედერაცია მოლაპარაკებებს იწყებს, რათა ის მთავარ მწვრთნელად მიიწვიონ.

იურგენ კლოპი კი უფრო მეტად სათადარიგო ვარიანტია. გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანამდე კლუბი დატოვოს.


18-11-2020, 15:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0