2020 წელი რომ რობერტ ლევანდოვსკის კარიერაში საუკეთესოა, ამაზე ციფრებიც მოწმობს.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს პოლონელმა ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. 32 წლის ფორვარდმა 45 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, რაც საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელებს შორის.
ათეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ასევე თომას მიულერიც მოხვდა, რომელმაც 18 გოლი და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საუკეთესოთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:
10. მო სალაჰი - 26 გოლი + 10 საგოლე გადაცემა
9. ერლინ ჰოლანდი - 33+6
8. რომელუ ლუკაკუ - 35+6
7. თომას მიულერი - 18+24
6. ბრუნო ფერნანდეში - 26+18
5. კილიან მბაპე - 26+19
4. ჩირო იმობილე - 34+13
3. კრისტიანო რონალდუ - 41+8
2. ლეო მესი - 26+24
1. რობერტ ლევანდოვსკი - 45+15