რუმენიგე კოვაჩთან არანაირი პრობლემა არ მაქვს

რუმენიგე კოვაჩთან არანაირი პრობლემა არ მაქვს

მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "ლაიფციგთან" მატჩის შემდეგ ნიკო კოვაჩის მომავალსა და ჩემპიონობაზე ისაუბრა.

"მთავარი მწვრთნელის კონტრაქტის ვადა ყველასათვის ცნობილია. სეზონის ბოლოს უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ გვექნება თუ არა ამ სპეციალისტთან ერთად წარმატებული მომავალი.გუნდი უნდა განვითარდეს, კარგად იასპარეზოს.

ნიკოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მოთამაშეები, კლუბი, მწვრთნელი - ყველა უნდა განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, ის თავის პირველ ბუნდესლიგის ტიტულს მოიგებს და ყველანი ერთად აღვნიშნავთ.

საჩემპიონო რბოლა? ეს ძალიან ემოციურია. ეს სწორედ ისაა, რასაც ფანები გერმანიაში ელოდნენ. 6 წლის განმავლობაში ჩვენ დამაჯერებელი უპირატესობა გვქონდა, ახლა კი სიტუაცია ამაღელვებელია.

"აინტრახტი" საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ არც "გლადბახია" იოლი მეტოქე", - განაცხადა რუმენიგემ.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ბაიერნი" შინ ფრანკფურტის "აინტრახტს" მიიღებს და ზედიზედ მე-7 ვერცხლის სინის მოსაგებად ფრეც ჰყოფნის. დორტმუნდის "ბორუსია" კი სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვდება.


12-05-2019, 15:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0