"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა დაიოტ უპამეკანოს ირგვლივ ატეხილ სატრანსფერო აჟიოტაჟზე ისაუბრა.
"მსგავსი კითხვების დასმა ჭკვიანურია. თუმცა, თუ თქვენ ვინმეს წყობიდან გამოყვანა გსურთ, ეს არ გამოგივათ."
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უპამეკანოს შესაძლებლობები. ის ყოველდღიურად უმატებს და ვითარდება. დაიოტი მუდმივად პროგრესს აჩვენებს."
"თუმცა, ასევე ვიცით როგორ მუშაობს სატრანსფერო მექანიზმებიც ფეხბურთში. ასე რომ, ყველა უნდა დაველოდოთ რა მოხდება მომავალში." - აცხადებს ნაგელსმანი.