რიბერი და რობენი  ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერები

რიბერი და რობენი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერები

მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ბოლო ტურში შინ ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა და ჩემპიონობა გაიფორმა.

თუმცა ეს მატჩი კიდევ ერთი მიზეზით იყო განსაკუთრებული - ლეგენდარული ფრანკ რიბერი და არიენ რობენი კლუბს დაემშვიდობნენ.

სიმბოლურია, რომ მეორე ტაიმში მოედანზე ორივე შევიდა და თითო გოლიც გაიტანა. რიბერი და რობენი არამხოლოდ "ბაიერნის", არამედ ბუნდესლიგის ისტორიაში გამორჩეული ლეგიონერები არიან.

36 წლის ფრანგმა გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში სულ 123 გოლი გაიტანა, რაც ფრანგ მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

არიენ რობენის ანგარიშზე კი 98 გოლია და ეს ჰოლანდიელ მოთამაშეებს შორისაა ბუნდესლიგის რეკორდი.

რიბერიმ აგრეთვე მე-9 ბუნდესლიგის ტიტული მოიპოვა და ბუნდესლიგის ყველაზე წარმატებული მოთამაშე გახდა.


18-05-2019, 22:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0