გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სახლში ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა და ვერცხლის სინი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.
"რეკორდმაისტერის" ყოფილი კაპიტანი და ცენტრი, ლეგენდარული მიხაელ ბალაკი, "ალიანს არენაზე" ბრწყინვალე სანახაობით აღფრთოვანებული დარჩა.
"ვულოცავ მიუნხენის "ბაიერნს". ყოველთვის დიდებულია ტიტულის მოპოვება და რაც მთავარია, რა დამშვიდობება", - დაწერა მიხაელმა ტვიტერზე.
თამაშის დაწყებამდე მიუნხენურმა კლუბმა ლეგენდარული ვინგერები, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, და რაფინია გააცილა.