მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა გარემარბის, კინგსლი კომანის, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.
22 წლის ფრანგმა შემტევმა გუშინ, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად "აუგსბურგთან" (3:2), ტრავმა მიიღო და მოედანი ბოლო წუთებზე კოჭლობით დატოვა.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ კინგსლიმ დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ექიმებმა მას მწვანე აუნთეს.
გერმანული გრანდი თავის მომდევნო მატჩს 19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს და პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად "ლივერპულს" დაუპირისპირდება.
კინგსლი კომანმა "აუგსბურგთან" წინა შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა და დუბლი გაიფორმა.