გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
მინდორზე სრული, 90 წუთი გაატარა "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, რომელმაც ამ მატჩის წყალობით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, მანუს "ჰერტას" წინააღმდეგ უკვე 16 მშრალად შენახული შეხვედრა დაუგროვდა. მსგავსი შედეგი კი ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ მეკარეს არცერთი კლუბის წინააღმდეგ არ ჰქონია.
კაპიტანს ამ შედეგის მისაღწევად დედაქალაქელებთან 23 მატჩის ჩატარება მოუწია.