მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მარცხენა მცველის დამატებას აპირებს.
მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს კლუბს, დიდი ალბათობით ჟერომ ბოატენგი და დავიდ ალაბა დატოვებენ. ასევე არ არის გამორიცხული, კონტრაქტის გამო ნიკლას ზულეს გაყიდვაც გახდეს აუცილებელი. შესაბამისად, ფლიკი მომავალი სეზონიდან ლუკას ერნანდესის დაცვის ცენტრში გადაწევას გეგმავს.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" მარცხენა მცველის შეძენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს და ოთხი სავარაუდო კანდიდატიც უკვე არჩეული ჰყავს.
ესენი არიან: ბორნა სოსა ("შტუტგარტი"), მარკო ფრიდლი ("ვერდერი"), ლუკა ნეცი ("ჰერტა") და ომარ რიჩარდსი ("რედინგი").
ოთხივე მათგანის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს და "ბაიერნი" სწორედ ერთ-ერთ მათგანზე შეაჩერებს არჩევანს.