საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკური "ტიგრესი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.
"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე მანუელ ნოიერმა, რომელმაც მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, მანუ გახდა საკლუბო მუნდიალების ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
მანუს სერია 2013 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ "გუანჟოუსთან", შემდგომ კი ფინალში "რახა კასაბლანკასთან" შეინახა კარი მშრალად. ახლა კი ნოიერმა "ალ აჰლისთან" და "ტიგრესთან" მატჩებში არ გაუშვა გოლები და ამით მორიგი რეკორდი დაამყარა.