მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის რიგით მეორე ფეხბურთელი გაიფორმა.
"რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გერმანულ გამოცემა BILD-თან დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ომარ რიჩარდსი შეუერთდება.
"რედინგის" ახალგაზრდა ფეხბურთელი პოზიციით მარცხენა მცველია და მასზე არაერთი გრანდი ნადირობდა, თუმცა, საბოლოოდ რიჩარდსმა არჩევანი მიუნხენურ გუნდზე შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ასევე უკვე ოფიციალურად გაინაღდა დაიოტ უპამეკანოს ტრანსფერი.