მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს ტოვებს.
"მე პერსონალური გადაწყვეტილება მივიღე, რომ ვცადო სიახლეები და სეზონის ბოლოს ახალ კლუბში გადავიდე. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მიუნხენში 13 წელი გავატარე და ეს კლუბი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის."
"საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ჩემი აგენტი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზუსტ დეტალებს ახლო მომავალში გაიგებთ."
"ამ გადაწყვეტილების მიღებაში ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. დიდი ფიქრი დამჭირდა სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი." - აცხადებს ალაბა.