დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კორენტინ ტოლისომ მარცხენა ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც დიდი ხნის მანძილზე ვერ დაეხმარება კლუბს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, გარდა საკადრო პრობლემებისა, ტოლისოს ტრავმამ კლუბს ფინანსური ზარალიც მიაყენა.
წყაროს ცნობით, მიუნხენელებს ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვა ზაფხულში დაახლოებით 25 მილიონ ევროდ სურდა და ამის რეალური შანსიც არსებობდა, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა.
ტრავმის გამო ტოლისო დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს, რაც მის სატრანსფერო ღირებულებას მკვეთრად დააგდებს. გარდა ამისა, მძიმე ტრავმის გამო შესაძლოა, ბევრმა კლუბმა უარი განაცხადოს მის შეძენაზე.
იმის ფონზე, რომ "ბაიერნმა" უკვე განახორციელა ზაფხულის ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, დაიოტ უპამეკანოს სახით, სავარაუდოა, რომ ტოლისოს ვერ გაყიდვით კლუბი სერიოზულად იზარალებს და არ არის გამორიცხული, ამის გამო "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დაგეგმილი ტრანსფერი ვერ განახორციელოს.