ბრიტანული პრესა ბაიერნს პოჩეტინოს გადაბირება სურს

ბრიტანული პრესა ბაიერნს პოჩეტინოს გადაბირება სურს

მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის ნიკო კოვაჩის შემცვლელის ძებნა დაიწყო.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "The Sun" იტყობინება, რომ გერმანული კლუბის ბოსების ფავორიტი ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა.

47 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და განაცხადა, რომ ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში მას ლონდონურ კლუბში აღარაფერი ესაქმება.

პოჩეტინოთი არაერთი ევროპული ტოპ-კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალიც".

მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემს" 2014 წლიდან უდგას სათავეში და შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. ლონდონური კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"ტოტენჰემი" ფინალურ შეხვედრაში, მადრიდში, 1 ივნისს "ლივერპულს" დაუპირისპირდება. პოჩეტინოს მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.


20-05-2019, 14:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0