რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირებამდე მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.
"მიუნხენის "ბაიერნი" ერთადერთი კლუბია, რომელიც არ მსურდა კენჭისყრის დროს ამოსულიყო."
"ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველოდება და მეტოქე ფავორიტია. მათ სულ ცოტა ხნის წინ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. თუმცა, ჩვენ არავისი გვეშინია."
"ბაიერნს ამჟამად გარკვეული პრობლემები აქვს. ჩვენ ამ გამოწვევით სიამოვნება უნდა მივიღოთ." - აცხადებს ინძაგი.