მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ინფორმაციები გავრცელდა.
გუშინ გუნდის ორმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმ ვარჯიში განაახლეს.
მოგეხსენებათ, თომასს კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირა გაუცდა. ახლა ის სრულიად განიკურნა და აღდგენითი ვარჯიშებიც დაიწყო. უნდა ველოდოთ, რომ ფეხბურთელი გუნდს 6 მარტს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდება.
რაც შეეხება გნაბრის, მან კუნთის დაზიანების გამო ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა. არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ვინგერი ხვალ, "კიოლნის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იყოს.