მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "კიოლნის" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"კინგსლიმ ბოლო პერიოდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. მას ვესაუბრე და ვიცოდი, რომ 100%-ით მზად არ იყო ფიზიკურად სათამაშოდ. სწორედ ამიტომ მას დასვენების საშუალება მივეცით. ეს დაიმსახურა."
"ლეონი ბრწყინვალე იყო "აინტრახტთან" თამაშში. დღეს კი ასისტების ჰეთ-თრიკი შეასრულა. ვფიქრობ, ის დღეს მინდორზე საუკეთესო იყო."
"მიულერმა კარანტინის შემდეგ პირველივე თამაშში საგოლე გადაცემა შეასრულა, გნაბრიმ კი ტრავმის შემდეგ დუბლი გაიფორმა. ვფიქრობ, არაფრის დამატება არ არის საჭირო. ისინი თავის დონეს ამტკიცებენ."
"არ მსურს ერნანდესისა და დეივისის შედარება. ფონზიმ დღეს ძალიან ბევრი იშრომა, ლუკასი კი თავის დონეს მუდამ ამტკიცებს. ვფიქრობ, ძალიან კარგია როდესაც ამხელა არჩევანის თავისუფლება არსებობს." - აცხადებს ფლიკი.