მათეუსმა ბაიერნს გერმანელი სუპერტალანტის დამატება ურჩია

მათეუსმა ბაიერნს გერმანელი სუპერტალანტის დამატება ურჩია

მიუნხენური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "რეკორდმაისტერს" გერმანელი სუპერ-ტალანტის დამატება ურჩია.

"ჩემთვის სეზონის საუკეთესო მოთამაშე კაი ჰავერტცია. მას ყველაფერი აქვს - ტალანტი, სისწრაფე, ტექნიკა. აგრეთვე აქვს მშვენიერი მოედნის ხედვა და მუდმივად ამარაგებს თანაგუნდელებს.

ამ ყველაფერთან ერთად კაი ძალიან მონდომებულია, აქვს თავდაჯერებულობა და ქარიზმა. ჩანს, რომ მას დიდებული ხასიათი აქვს.

"ბაიერნს" ვურჩევდი, რომ ჰავერტცი ამ ზაფხულს დაიმატოს. უმჯობესია მათ ფული დახარჯონ მანამ, სანამ კაი სხვა ქვეყანაში გადაბარგდება", - განაცხადა მათეუსმა.

ლევერკუზენის "ბაიერის" 19 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.

კაი ჰავერტცის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 58,5 მილიონ ევროს შეადგენს, მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2023 წლამდეა გათვლილი.


23-05-2019, 13:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0