დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იოახიმ ლიოვი დატოვებს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში 61 წლის სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელები უკვე არჩეული ჰყავს და კანდიდატი ორია. ესენი არიან იურგენ კლოპი და ჰანს ფლიკი.
"ლივერპულის" დამრიგებელზე უკვე დიდი ხანია რაც პრესაში იწერება და ვარაუდობენ, რომ კლუბში არცთუ სახარბიელო სიტუაციის შემდეგ სეზონის ბოლოს ის მერსისაიდელთა რიგებს დატოვებს.
რაც შეეხება ფლიკს, წყაროს ცნობით ის გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პირველი არჩევანია და თანხმობის შემთხვევაში სწორედ ის ჩაიბარებს პოსტს.