მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.
"ვინ გახდება გერმანიაში ჩემპიონი? ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ამაღელვებელი მატჩები გველოდება დარჩენილ ტურებში."
"ჩანს, რომ ტრადიციულად "ბაიერნი" მთავარი ფავორიტია თანაც მაშინ, როცა ლევანდოვსკის ყველა მატჩში გააქვს გოლი."
"თუმცა, თავის მხრივ "ლაიფციგი" ბრწყინვალედ აკეთებს თავის საქმეს და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და ერთმანეთს შორის შეხვედრაც დარჩენილია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - აცხადებს კლოპი.