სანაკრებო პაუზას მიუნხენის "ბაიერნისთვის" იდეალურად არ ჩაუვლია. ტრავმირებულთა სიას კიდევ 2 წევრი შეემატა.
ანდორის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც მინდვრიდან გავიდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ პოლონელი ინგლისთან დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
დიდი ალბათობით, ლევანდოვსკის აღდგენით პერიოდს ხუთიდან ათ დღემდე დასჭირდება და შესაბამისად, მისი თამაში "ლაიფციგის" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნიკლას ზულეს ასპარეზობაც. გერმანელი ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ტრავმირებული წავიდა, თუმცა, ამ დრომდე ბოლომდე მორჩენა ვერ მოახერხა და სავარაუდოდ, ვერც მას ვიხილავთ "ხარების" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო შაბათს გუნდს ასევე ჟერომ ბოატენგი და ალფონსო დეივისიც ვერ დაეხმარებიან.