გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნმა" სტუმრად "ვოლფსბურგი" 2:3 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. თუმცა, მატჩს გუნდისთვის იდეალურად არ ჩაუვლია.
თამაშის ბოლო წუთზე ლუკას ერნანდესმა დაზიანება მიიღო, რის გამოც მინდვრის დატოვება სამედიცინო შტაბის დახმარებით მოუწია.
ფრანგ მცველს კევინ მბაბუსთან ორთაბრძოლის დროს მუხლი დაუზიანდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა მისი ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ ერნანდესს მატჩამდეც აწუხებდა ტკივილები და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო.