მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კლუბის დატოვების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
"გასული 2 წელიწადი ჩემთვის დაუვიწყარია. უდიდესი სიამოვნება მივიღე ემოციებით, გამარჯვებებით, ტიტულებით და ყოველდღიური მუშაობით. წარმატება მხოლოდ ერთად შრომით მიიღწევა."
"მწვრთნელი არაფერია ფეხბურთელების გარეშე და მე ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან საოცარ ადამიანებთან მომიწია მიუნხენში მუშაობა. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი."
"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს, სრულ დირექტორთა საბჭოს კარლ ჰაინც რუმენიგეს მეთაურობით, ოლივერ კანსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს, რომლებმაც შანსი მომცეს აქ მუშაობის."
"ერთადერთი, რაზეც გული მწყდება არის ის, რომ ფანებთან ერთად ვერ შევძელით ტიტულების აღნიშვნა. ისინი ყველა მატჩში მენატრებოდნენ."
"მსურს "ბაიერნის" დიდ ოჯახს წარმატება ვუსურვო მომავალში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო აქ მუშაობა." - აცხადებს ფლიკი.