გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა საზაფხულო ტრანსფერი უკვე დაგეგმა.
როგორც ცნობილია, კლუბის პირველი სამიზნე ზაფხულში მილანის "ინტერის" განაპირა მცველი, აჩრაფ ჰაკიმი იქნება.
მაროკოელი ფეხბურთელი იდეალურად ერგება ნაგელსმანის სამ მცველიან ტაქტიკას, სადაც ფლანგის მცველებს შეტევაში დიდი როლი ენიჭებათ, სწორედ ამიტომ, აჩრაფი კლუბის მთავარი სამიზნე იქნება.
გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, ნაგელსმანს, განსხვავებით ჰანსი ფლიკისგან, ჰასან სალიჰამიჯიჩის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ტრანსფერებში და მისი ყველა სატრანსფერო სურვილის ასრულებას ეცდება.
შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში "ბაიერნის" მხრიდან არაერთი ტრანსფერი ვიხილოთ.