ედუარდო კამავინგა თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. 18 წლის ახალგაზრდა ამ სეზონს წარმატებულად ატარებს და მრავალი გრანდის ყურადღებასაც იქცევს.
ყურადღება სერიოზულ ინტერესშიც გადაიზარდა და მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს რამდენიმე გრანდთან.
მისი აგენტი, ჯონათან ბარნეტი, გვამცნობს, რომ "პსჟს", მადრიდის "რეალს" და მიუხენის "ბაიერნს" კამავინგა დამატება სურთ, თუმცა "ბაიერნის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 25 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურთ.
"რენს" უნდა კამავინგა ამ ზაფხულშივე გაყიდოს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი წელიღა აკავშირებს კონტრაქტის მიხედვით გუნდთან.
საინტერესოა, თუ სად ვიხილავთ 18 წლის ტალანატს შემდეგ სეზონში და რა თანხის სანაცვლოდ გაყიდის მას "რენი".