მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს.
გასულ თვეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 56 წლის სპეციალისტი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა. თუმცა, ახლა სიტუაცია იზრდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლიკის მსურველთა რიგებს ორი ევროპული გრანდი, კატალონიის "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" შეუერთდნენ.
განსაკუთრებული აქტიურობით "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გამოირჩევა. როგორც ცნობილია, მას ძალიან მოსწონს ფლიკის სტილი და სურს, რომ მომავალი სეზონიდან სწორედ ის ჩაუდგეს კლუბს სათავეში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანელი სპეციალისტი. წყაროს ცნობით, ფლიკი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.