მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "აუგსბურგთან" მატჩამდე კლუბში ბოლო პრესკონფერენცია ჩაატარა.
"ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ბოლო ორწლიანი თავგადასავლისგან. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მოგვეცა საშუალება უდიდესი გამოწვევები მიგვეღო."
"თუმცა, ყველა თავგადასავალი საბოლოოდ სრულდება. მე წინ ვიხედები. ცხოვრება გრძელდება და სწორედ ამიტომ არ ვწუხვარ."
"ყველაზე ემოციური მომენტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ყველა ფეხბურთელი თუ კლუბის წევრი ზეიმობდა. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი იქნება სამუდამოდ."
"ბაიერნის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც."
"დამშვიდობების ცერემონიალი დაგეგმილია, თუმცა, არ ვიცი როგორ წარიმართება. ახლა კონცენტრაცია მხოლოდ მომავალ მატჩზე მაქვს." - აცხადებს ფლიკი.