გამოცემა Onze Mondial-მა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
პირველი ადგილი მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ქარიმ ბენზემამ დაიკავა, რომელმაც ხმების 47% მიიღო და საგრძნობლად გაასწრო მეორეზე გასულ ლეო მესის.
მესამე ადგილი მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, რომელმაც 11% მიიღო.
ათეულში "რეკორდმაისტერის" მხრიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა. იოზუა კიმიხმა მე-7 პოზიცია დაიკავა.
საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება: