მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულში ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალას, გადაბირებას ეცდება.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Mirror" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ დიბალას ტრანსფერისთვის 70 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადადო.
პაულომ გასულ სეზონში "იუვენტუსის" ძირითადში ადგილი დაკარგა და ახლა ტურინული კლუბი მზად არის მის გასაშვებად.
25 წლის სამხრეთ ამერიკელმა 2018/19 წლების სეზონში 42 თამაშში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.