გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" კიდევ ერთი ტრანსფერის გაჩარხვასთან არის ახლოს.
ამჯერად საუბარი გლადბახის "ბორუსიას" ამომავალ ვარსკვლავ ფლორიან ნიუჰაუსია.
წყაროს ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა ახალგაზრდა ვარსკვლავთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
სავარაუდოდ, 24 წლის ნახევარმცველი "გლადბახის" რიგებში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება და სწორედ ამის შემდეგ შედგება ტრანსფერი.
ნიუჰაუსის გამოსასყიდი ღირებულება 40 მილიონი ევროა. "ბაიერნი" 2022 წელს სწორედ ამ თანხას გადაიხდის მის სანაცვლოდ.