ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ლეროი სანე გააკრიტიკა.
"მე მას გახურების მომენტში ვაკვირდები ხოლმე და თუ შეადარებთ იოზუა კიმიხს, სრულიად სხვადასხვა ადამიანებს დაინახავ. შესაძლოა, მწვრთნელიც ხედავს მის დამოკიდებულებას და სწორედ ამიტომ ეძლევათ სხვა ფეხბურთელებს დრო."
"თუმცა, ჩემი აზრით ლეროი მიულერის შეცვლის პირველი კანდიდატია. უნგრეთთან ის მოახერხებს თომასის ჩანაცვლებას. თუმცა, შემდგომ ეტაპებზე აუცილებლად დაგვჭირდება მიულერის დაბრუნება." - აცხადებს მათეუსი.