"მიუნხენი ბაიერნის" ფრანგმა ფეხბურთელმა, კინგსლი კიმანმა, სათამაშო ნომერი შეცვალა, ამიერიდან "რეკორდმაისტერის" ფორვარდი 29-ის ნაცვლად 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მიუნხენურ კლუბში აქამდე 11-ნომრიან მაისურს დუგლას კოშტა ირგებდა, შემდეგ ის "იუვენტუსში" გადაბარგდა საიდანაც უკვე სამშობლოში - ბრაზილიაში დაბრუნდა და ამჟამად განათხოვრების წესით "გრემიოში" ირიცხება.
შეგახსენებთ, კინგსლი კომანი საფრანგეთის ნაკრებშიც 11-ნომრიანი მაისურით თამაშობს და ახლა უკვე თავის საყვარელ კლუბსა და ნაკრებში ერთიდაიმავე ნომრით იასპარეზებს.