26 წლის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა და "მიუნხენის ბაიერნი" ხელფასზე ვერ თანხმდებიან, როგორც გამოცემა Sport Bild იუწყება გერმანელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, რომელიც გორეცკას მეტ გასარჯელოს სთავაზობს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონით "მადრიდის რეალიც" დაინტერესებულია, მაგრამ აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ფლორენტინო პერესს ასეთი ჩანაფიქრი აქვს, რომ თუკი, მომავალი სეზონის ბოლოს "ბაიერნი" და გორეცკა ხელფასის გამო ერთმანეთს წაეკიდებიან, სწორედ ამ შემთხვევაში დაპატიჟოს გერმანელი თავისთან და სრულიად უფასოდ გაძლიერდეს მისი დონის ფეხბურთელით.
თუმცა, როგორც ირკვევა, გორეცკას სურს, რომ „ბაიერნში“ დარჩეს და ამ ეტაპზე, ის სხვა ვარიანტებს ნაკლებად განიხილავს. შეგახსენებთ, გორეცკამ ბუდნესლიგის გასულ სეზონში 24 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, მას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.