"მიუნხენის ბაიერნის" 31 წლის ფეხბურთელმა, თომას მიულერმა, არდადეგები ნაადრევად დაასრულა და ვარჯიშს შეუდგა.
თომასი ოფიციალური ვარჯიშების დაწყებამდე 5 დღით ადრე დაბრუნდა ბაზაზე და ინდივიდუალურად შეუდგა ახალი სეზონისთვის გახურებას, ის დღეს დააფიქსირეს, როდესაც ბაზაზე სრულიად მარტო ვარჯიშობდა.
შეგახსენებთ, მიულერისთვის წინა სეზონი ძალიან მომქანცველი და ძნელი იყო და წესით მას ხანგრძლივი დასვენება არ აწყენდა, მაგრამ მან გერმანული ხასიათი გამოავლინა და ბეჯითად ვარჯიშს შეუდგა. გერმანიის ბუნდესლიგა 13 აგვისტოს განახლდება და გახსნით მატჩში "ბაიერნი" "მონხენგლადბახის ბორუსიას" დაუპირისპირდება, მოქმედი ჩემპიონები პირველი 3 ქულის აღებას შეეცდებიან.