როგორც გამოცემა TheSecretScout იუწყება, "ბაიერნი" "ჩელსის" ახალგაზრდა ფეხბურთელით, ემრან სოგლოთი, არის დაინტერესებული.
ფეხბურთელი 16 წლის არის გასულ კვირას მან "ბაიერნის" 17-წლამდელებთან ერთად ივარჯიშა, ამ კვირიდან კი უკვე 19-წლამდელებს შეუერთდება. როგორც გამოცემა იუწყება, სოგლომ ვარჯიშებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მას შეუძლია ითამაშოს როგორც 8, ასევე 10 ნომრადაც, და ფლანგზე განსაკუთრებით კარგია, "ჩელსიდან" მისი გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება, რაც მთავარია ემრანს სურს, რომ მიუნხენელებს შეუერთდეს.