გუშინ, ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნი გლადბახს ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე პლეამ გახსნა, რასაც შეხვედრის 42-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ უპასუხა და პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. მეორე ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბაიერნის მეკარემ თამაში შეაფასა:
'რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არ არის, რაც გვსურდა.
სტუმრად 1-0 ვმარცხდებოდით, რაც თავისუფლად შეიძლება მოხდეს გლადბახთან.
შეხვედრის სტარტი ცუდი გამოვიდა, მაგრამ 25-ე წუთიდან უკეთესად ავთამაშდით - სტაბილურად ვუტევდით და დამსახურებულადაც გავათანაბრეთ.' - განაცხადა ნოიერმა.
გლადბახი 1:1 ბაიერნი (საუკეთესო მომენტები)