რეალ მადრიდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ლიონელ მესის პარი სენ ჟერმენში ტრანსფერზე ისაუბრა და ტოპ კლუბები ფულის ფლანგვის გამო გააკრიტიკა. იტალიელმა სპეციალისტმა ბაიერნის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისადმი სიმპატიებიც არ დამალა:
'კორონავირუსის პანდემიის ფინანსური კრიზისის გამო, ძალაუფლება არაბებისა და რუსების ხელში გადავიდა. მესის პსჟ-ში გადასვლა ამ ფაქტით არის განპირობებული.
საბედნიეროდ, არსებობს ბაიერნი და ზოგადად გერმანული ფეხბურთი, რომელსაც პირადად მე ფულის მფლანგველ პრემიერ ლიგის კლუბებსა და პსჟ-ზე მაღლა ვაყენებ.' - განაცხადა კაპელომ.
გარდა მესის ტრანსფერისა, პარიზულმა გუნდმა სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი დაიმატეს, რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ლონდონის ჩელსიმ 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომელუ ლუკაკუ დაიბრუნა, რაც ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდია.