დღეს დილით, მიუნხენის ბაიერნმა და ადიდასმა 2021/22 წლების სეზონის მესამე ფორმა ოფიციალურად წარადგინეს.
'ახალი ფორმის განსაკუთრებული დეტალი მიუნხენის შემოგარენის მთების პანორამაა, რითაც გერმანული გრანდი მშობლიურ მხარესთან კავშირს გამოხატავს. ამ მთებისგან იღებს ბაიერნი ძალას, რომლითაც მერე მწვერვალებისკენ მიიწევს.' - წერია რეკორდმაისტერის განცხადებაში.
სწორედ აღნიშნული მაისურებით ითამაშებენ მიუნხენელები დღევანდელი სუპერ თასის ფინალს, დორტმუნდის წინააღმდეგ.
იხილეთ ფორმის წარდგენის ვიდეო: