უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბაიერნი და ტოტენჰემი აქიუტრ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფეხბურთელების გაცვლის თაობაზე.
რეკორდმაისტერი ლონდონურ კლუბს ტანგუიო ნდომბელეს სანაცვლოდ, სორენტინ ტოლისოს ტრანსფერს + 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ ტოტენჰემმა ეს წინადადება უარყო.
როგორც გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, ბაიერნს ფრანგი ნახევარმცველის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ინგლისურ კლუბს უახლოეს პერიოდში მეორე შეთავაზებასაც გაუკეთებს.