საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მიუნხენის ბაიერნის მცველი დაიოტ უპამეკანო ეროვნულ ნაკრებს მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში ფეხის ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა, უპამეკანოს ნაცვლად ბარსელონას მცველ, კლემან ლენგლეს უხმო.
ცნობილია, რომ ბაიერნის ფეხბურთელები მიუნხენში სამშაბათს უნდა დაბრუნდნენ, თუმცა უპამეკანო ამისგან განთავისუფლებულია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი ნახევარმცველი...
11 სექტემბერს, უპამეკანო თავის ყოფილ კლუბს - ლაიპციგს ეთამაშება.