მიუნხენის ბაიერნის 21 წლის მცველი კრის რიჩარდსი ერთი სეზონით, ჰოფენჰაიმს შეუერთდა, თუმცა მანამ სანამ ეს მოხდებოდა, ამერიკელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.
ბაიერნის ამ გადაწყვეტილებაზე, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა:
'ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმ განვითარებით, რაც კრის რიჩარდსმა აქ ყოფნის პერიოდში მიაღწია, სწორედ ამიტომ გავახანგრძლივეთ მასთან კონტრაქტიც.
კრისი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ჰოფენჰაიმში ყოფნის პერიოდში უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს ბუნდესლიგაში და ეს ის არის, რაც მას სჭირდება.' - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.