მოგეხსენებათ, ჟერომ ბოატენგი ოფიციალურად ლიონის ფეხბურთელია.
ფრანგულ გუნდში გადასვლისთანავე, გერმანელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა მესისთან თამაშის შესახებ კითხეს. ბოატენგმა ამაზე შემდეგნაირად უპასუხა:
'საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან მიმზიდველი ლიგაა, მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მესი თამაშობს თქვენს ლიგაში.
მესის წინააღმდეგ, როგორც კარგი, ასევე ცუდი გამოცდილება მაქვს და ეს ნორმალურია. ვის შეუძლია თქვას, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ კარგი მოგონებები ახსოვს?', - განაცხადა ბოატენგმა.