მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ხმაურიანი გაცვლა ვიხილოთ.
ბრიტანული გამოცემა Express-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მიუნხენის "ბაიერნს" საინტერესო შეთავაზებას უმზადებს.
კერძოდ, "არისტოკრატები" სერიოზულად არიან დაინტერესებული ლეროი სანეს გადაბირებით. სანაცვლოდ კი მზად არიან ერთ-ერთი ფეხბურთელი დათმონ.
ლონდონელებს უკვე ჰყავთ კანდიდატები ჩამოწერილი, რომლებსაც ტრეიდში გამოიყენებენ. ესენი არიან ჰაკიმ ზიეჩი, კალუმ ჰადსონ ოდოი და კრისტიან პულიშიჩი.
შეთანხმების შემთხვევაში "ბაიერნი" სწორედ ზემოხსენებული 3 მოთამაშიდან ერთ-ერთს მიიღებს, სანე კი ინგლისისკენ აიღებს გეზს.